აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიიწვია. 20 იანვარს ვაშინგტონში ინაუგურაციაზე მოსაწვევი 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიგზავნა და უცნობია მიიღებს თუ არა ამ შეთავაზებას ჩინეთის ლიდერი. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ტრამპმა ენ-ბი-სი ნიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად უგებდნენ და რომ მათ ჰქონდათ "კომუნიკაცია ამ კვირაში".
ტრამპმა მის მომავალ ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობებზე არა ერთი ჩინეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი დაასახელა, მათ შორის სენატორი მარკო რუბიო, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანამდებობას დაიკავებს.