აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ტრამპის ინაუგურაციამდე თანამდებობა დატოვა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ნოემბერში გამოაცხადა, რომ კეშ პატელს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე წარადგენდა, რითაც კრისტოფერ რეის გაუგზავნა მესიჯი, რომ იგი ან უნდა გადადგეს, ან მოემზადოს სამსახურიდან გასათავისუფლებლად.
კრისტოფერ რეიმ უწყების თანამშრომლებს განუცხადა, რომ მისი დღევანდელი გადაწყვეტილება საუკეთესოა გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის.