გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ორი რეზოლუცია მიიღო

12 დეკემბერი 2024, 09:52 194 ნახვა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ღაზის სექტორში ისრაელსა და  ჰამასს შორის დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას და ყველა მძევლის გათავისუფლებას. ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს რეზოლუცია, რომელსაც მხარი დაუჭირა ასამბლეის 193-დან 158 წევრმა.

აშშ-ი, ისრაელი და კიდევ 7 ქვეყანა წინააღმდგე გამოვიდა, 13 ქვეყანამ კი თავი შეიკავა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მეორე რეზოლუციაც მიიღო, რომელიც მხარს უჭერს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს მუშაობას.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისრაელმა პატივი უნდა სცეს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს მანდატს და „მათ მისცეს საქმიანობის საშუალება დაბრკოლების ან შეზღუდვის გარეშე“.

ისრაელში იანვრის ბოლოდან ამოქმედდება ახალი კანონი, რომელიც ამ სააგენტოს  ისრაელში მუშაობას უკრძალავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში