სირიაში დიქტატურის დასრულების შემდეგ იმედის გარკვეულ ნიშნებს ვხედავთ, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
„ახლო აღმოსავლეთის ხელახლა ფორმირებას ვხედავთ, ასევე, ვხედავთ იმედის გარკვეულ ნიშნებს, კერძოდ, სირიის დიქტატურის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
გუტერეშმა აღნიშნა, რომ გაერო სირიაში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას მხარს უჭერს.