ძირითად საპროტესტო ადგილად ისევ ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია რჩება.
პროევროპული აქციის მონაწილეებმა წინა დღეების მსგავსად საპროტესტო მსვლელობები ჯერ კიდევ დღის მეორე ნახევარში დაიწყეს.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სახელოვნებო და აიტი სფეროს წარმომადგენლებმა ჯერ ცალ-ცალკე რამდენიმე ადგილას გააპროტესტეს, მოგვიანებით კი გაერთიანდნენ და კონკრეტულ უწყებებთან გაახმოვანეს მოთხოვნები.