ვითარება ტელეკომპანია „მთავარში“

12 დეკემბერი 2024, 20:39 219 ნახვა

"მთავარი არხის" იურისტი, ამბობს, რომ უკვე 2 თვეზე მეტია ზაზა ოქუაშვილის დირექტორი არ აწერს ხელს არცერთ აქტს და ტელევიზიას პრობლემებს უქმნის.

ამასთან დიტო საძაგლიშვილმა აღნიშნავს, რომ ოქუაშვილის ბრალდებები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ლოგიკას მოკლებულია.
საპასუხოდ კი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ციტატა: ,, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას არასწორი მენეჯმენტის და არა ჩემი, როგორც პარტნიორის გამო, კომპანიის დავალიანება 13 მილიონ ლარს აღწევს, ეს არის სწორედ ის, რასაც მიჰყავს კომპანია გაკოტრებამდე და არხი გაჩერებამდე და რის გადაფარვასაც ცდილობენ გვარამია და გაბუნია.
ჩემი პოზიცია იყო და არის, რომ არხმა უნდა იმუშაოს, ოღონდ არ უნდა იძარცვებოდეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში