ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ დასავლეთში ახლა ღიად განიხილავენ, როგორი უნდა იყოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა უკრაინას, მონაწილეობა მიიღოს პოტენციურ მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიციიდან.
რუტემ ასევე გაიხსენა, ომის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა როგორ განაცხადა უარი, დაეტოვებინა ქვეყანა და ამის ნაცვლად, მოკავშირეებს იარაღის მიწოდებისკეს მოუწოდა. რუტეს განცხადებით 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
ალიანსის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ორივე მხარის ყოველკვირეული დანაკარგი დაღუპულებისა და დაჭრილების მხრივ შეადგენს ათი ათასზე მეტ სამხედროს.
როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რუსეთი უკრაინის რუკიდან წაშლას და უსაფრთხოების არქიტექტურის ძირეულად შეცვლას ცდილობს.