მსოფლიო მედიის სოლიდარობა ქართველ ჟურნალისტებს

13 დეკემბერი 2024, 10:05 201 ნახვა

მსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” "გლობალური ქსელისა" და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ.

აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო თავდასხმა ქვეყანაში პრესის თავისუფლებისა და, უფრო ფართოდ, დემოკრატიული თავისუფლებების უკუსვლის პარალელურად ხდება.

“საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ასეთ ბნელ დროს, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამაც ჟურნალისტებს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოს საზოგადოების ინფორმირებისთვის, წარმოუდგენლად მტრული და საშიში გარემოს მიუხედავად.

ჟურნალისტები სასტიკად სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაემუქრნენ, და დააკავეს. მათი აღჭურვილობის კონფისკაცია და განადგურება მოხდა, და მათ სამუშაოს მუდმივად უშლიან ხელს.-აღნიშნულია განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის თავისუფლების ორგანიზაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან მინიმუმ 90 ჟურნალისტი აღმოჩნდა ფიზიკური თავდასხმის, შეურაცხყოფის და ხელშეშლის სამიზნე. ერთობლივ განცხადებას ჯამში 78 რედაქტორი, ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი აწერს ხელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში