სკოლა "ევრო 2000"-ის პედაგოგების ნაწილი სკოლის მიმდებარედ საპროტესტო აქციას მართავენ. პედაგოგები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ, სოლიდარობას უცხადებენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მოქალაქეებზე ძალადობის ყველა ფაქტი სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. პედაგოგები ასევე ხელახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობენ.
მათ პროტესტის ნიშნად გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ხელისუფლება ამ კურსს უნდა დაუბრუნდეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.