ისრაელის სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში გრძელდება. ადგილობრივი მედიკოსების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ნუსეირათის ბანაკში 20 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თქმით, შესაძლებელია შედგეს შეთანხმება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.
ჯეიკ სალივანმა ამის შესახებ იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.