გაერთიანებული საპროტესტო მსვლელობა

13 დეკემბერი 2024, 18:44 208 ნახვა

IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებული მსვლელობა კვლავ გაიმართა გმირთა მოედნის მიმართულებით. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო“, „გაიფიცე“.
ასევე, მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ მიტანილი. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში