ჩაძირული გემის ეკიპაჟის 8 წევრის ბედი უცნობია

20 აპრილი 2017, 00:00 5302 ნახვა

ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრების სამძებრო სამუშაოები დღეს დილით განახლდა, ამ დრომდე უცნობია დაკარგული ეკიპაჟის 8 წევრის ბედი. ერთი გადარჩენილი მეზღვაური კი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა ჰოსპიტალიზირებულია.   

რუსეთის ფედერაციის სამაშველო სამსახურმა, ამ დროისთვის ზღვაში ეკიპაჟის სამი გარდაცვლილი წევრი იპოვა. არ არის დაზუსტებული ნაპოვნი მეზღვაურების ვინაობა, ამიტომ დაუდგენელია არის თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქე. 

სატვირთო გემი "გეროი არსენალა" გუშინ, დილის 8 საათზე შავ ზღვაში ჩაიძირა. გემზე სულ ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა მათ შორის ერთი ქართველი, უკრაინის - 9 და რუსეთის - 2 მოქალაქე.

ეკიპაჟის კიდევ 8 წევრს სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 

ამავე კატეგორიაში