ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება.
ასევე ქარის შედეგად 5-მდე მისამართზე ხე-მცენარეები დაზიანდა. გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა დაზიანებული მწვანე ნარგავების გატანა და მცენარეების გასწორება უკვე დაიწყო.
იწმინდება შტორმის შედეგად დაბინძურებული ძველი და ახალი ბულვარის პრომინადი.
მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა. დატბორვები არ დაფიქსირებულა.
მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილეზებულია, მიმდინარეობს პრობლემური ლოკაციების აღწერა.