მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა განმეორებით ხორციელდება.
"გადაადგილება მიზანშეწონილია, მხოლოდ, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის საშუალებებით და მძღოლებს მოვუწოდებთ გადაადგილდნენ გამართული ა/სატრანსპორტო საშუალებებით შესაბამისი, ზამთრის სეზონის საბურავებით", - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.