აშშ-ის, თურქეთის, ევროკავშირისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები სირიაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად იორდანიაში შეიკრიბნენ

15 დეკემბერი 2024, 11:35 221 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, ევროკავშირისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები იორდანიაში შეიკრიბნენ, რათა სირიაში მიმდინარე მოვლენები განეხილათ.

მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან, თუმცა მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა სირიის წარმომადგენელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა მედიასთან პრესკონფერენციაც გამართეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირება უნდა იყოს ინკლუზიური და პატივი სცენ უმცირესობების უფლებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში