მაღალმთიან აჭარაში დღეს აღარ თოვს, თუმცა ორდღიანმა უამინდობამ შეფერხებები შექმნა როგორც დაბებში, ასევე დასახლებებში. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს, დაბაში 60 სმ-მდეა. უხვი ნალექის შედეგად შეზღუდვები დაწესდა საავტომობილო გზებზე სამივე მუნიციპალიტეტში.
შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა. გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტული მონაკვეთები დაფარულია ლიპყინულით მძღოლებისთვის რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა.
როგორც თვითმმართველობებში განმარტეს გრძელდება გზის წმენდის სამუშაოები, სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 14 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. ბოლო დღეებია შეფერხებებია ენერგომეურნეობაშიც, ხშირია ავარიული გათიშვის შემთხვევები.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 10-მდე სოფელს.
მერიაში მოქმედებს შტაბი, მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მერიის ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ.