გუშინ 19:00 საათზე თბილისის ცენტრალური ნაძვის ხე უნდა ანთებულიყო, თუმცა მერის გადაწყვეტილებით ეს არ მოხდა, რადგან კახა კალაძის განცხადებით იყო იმის დიდი საფრთხე, რომ გახსნაზე მისულ ადამიანებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის რაიმე პროვოკაციას ჰქონოდა ადგილი და აქედან გამომდინარე ღონისძიება გადაიდო.
ნაძვის ხის ანთების ღონისძიებისთვის იქ მისულ ხალხს მამუკა მდინარაძე შეხვდა და სახლში წასვლისკენ მოუწოდა.