სპეციალურ მისიებზე აშშ-ის წარმომადგენლის პოზიციაზე რიჩარდ გრენელი დასახელდა

15 დეკემბერი 2024, 13:58 261 ნახვა

დონალდ ტრამპმა სპეციალურ მისიებზე აშშ-ის წარმომადგენლის პოზიციაზე რიჩარდ გრენელი დაასახელა, რომელიც მანამდე დაზვერვის უფროსი იყო. ეს არის პოზიცია, რომელიც მართავს პოლიტიკას აშშ-ის მოწინააღმდეგე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩრდილოეთ კორეაში.

„რიკი იმუშავებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ვენესუელასა და ჩრდილოეთ კორეაში“, – განაცხადა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე.

გრენელი ტრამპის პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა პოზიციაზე მსახურობდა: იყო გერმანიაში აშშ-ის ელჩი, სერბეთისა და კოსოვოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენელი და ეროვნული დაზვერვის დროებითი დირექტორი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში