თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მოქმედება სირიაში.
აღნიშნული განცხადება თურქეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა იორდანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც აშშ-ის, თურქეთისა და არაბული ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი.