პერფორმანსი უნივერსიტეტის დაკავებული დეკანისა და სტუდენტების მხარდასაჭერად

15 დეკემბერი 2024, 20:02 1155 ნახვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

შეკრებილებმა დაკავებულ დეკანს და ოთხ სტუდენტს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და დაკავებულები დროულად გათავისუფლდებიან.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს და ოთხ სტუდენტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ლექტორი და სტუდენტები, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში