ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

16 დეკემბერი 2024, 10:05 212 ნახვა

საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხზე დღეს ბრიუსელში იმსჯელებენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ადგილობრივი დროით 10 საათზე დაიწყება და მას პირველად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს. 

ასევე, დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინა-რუსეთის ომზე და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში