კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულებამ 105 ათას დოლარს გადააჭარბა

16 დეკემბერი 2024, 11:45 206 ნახვა

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულებამ 105 ათას დოლარს გადააჭარბა. როგორც „როიტერი“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა ამ ვალუტის ისტორიაში, როდესაც ბიტკოინის ღირებულებამ 105 000 დოლარს გადააჭარბა.

როგორც სააგენტო იუწყება, ბიტკოინის მიმართ ინტერესის ზრდა ძირითადად გამოწვეულია კრიპტოინვესტორების იმედებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამომავლო გადაწყვეტილებისადმი, რომელმაც მანამდე არაერთხელ გამოხატა კეთილგანწყობა კრიპტოვალუტის მისამართით.

„როიტერის“ ცნობით, თუ ინვესტორების იმედი გამართლდება და ტრამპის ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის რეგულაციებს შეამსუბუქებს, მაშინ ეს ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების პოზიციებს გაამყარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში