ღაზის სექტორის დაბომბვამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა

16 დეკემბერი 2024, 09:02 194 ნახვა

ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში დევნილი ოჯახების თავშესაფარზე განხორციელებულმა ისრაელის საჰაერო იერიშმა 20 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები, აცხადებენ მედიკოსები. ცხედრები მიმოფანტული იყო დაბომბილი შენობის თავზე, სადაც ომის შედეგად დევნილი პალესტინელების თავშესაფარი იყო განთავსებული.

მაშველები გადარჩენილებს ეძებენ და დაღუპულთა ცხედრებს აგროვებენ. ღაზის მასშტაბით ისრაელის გუშინდელმა თავდასხმებმა 53 პალესტინელი, მათ შორის ჟურნალისტი და მაშველი იმსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მისმა საჰაერო და სახმელეთო ძალებმა სექტორის ჩრდილოეთით ათობით ტერორისტი მოკლეს და სხვები ტყვედ აიყვანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში