საფრანგეთში ციკლონის შედეგებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა

16 დეკემბერი 2024, 10:13 275 ნახვა

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე, მაიოტაში ციკლონს ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ციკლონი „ჩიდო“ მაიოტას გასულ ღამეს დაატყდა თავს, შედეგადაც დაზიანდა მიგრანტების დროებითი საცხოვრებელი სახლები, სამთავრობო შენობები და საავადმყოფო. მსხვერპლთა რიცხვი ათასობით ადამიანს აღწევდეს.

სინოპტიკოსების თქმით,  ბოლო 90 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი ციკლონია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში