შტორმული მდგომარეობის გამო ქობულეთის ახალი და ძველი სანაპირო ბულვარის ნაწილი დაზიანდა. შტორმმა დააზიანა ქვაფენილები, მოსასვენებელი სკამები, დამცავი ჯებირი და მწვანე ნარგავები. ძირითადად მცირედი დაზიანებები გარკვეულ უბნებში შეინიშნება, რომელიც გასულ წელსაც შტორმმა მნიშვნელოვნად დაზიანდა, სადაც თვითმმართველობას სანაპირო ზოლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოუწია.
როგორც ქობულეთის მერი ამბობს, შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენა-რეაბილიტაცია უმოკლეს პერიოდში დაიწყება. რაც შეეხება, ზღვიდან გამორიყულ ნატანს და ქვა-ღორღს, გაწმენდითი პროცესი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, სადაც ქობულეთის მერიის სხვადასხვა სამსახურია ჩართული.
გასულ წელს დაზიანებული სანაპირო ბულვარის რეაბილიტაცია თვითმმართველ ორგანოს დაახლოებით 2-მილიონი ლარი დაუჯდა.