ისრაელის პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან ბრიფინგი სირიის ჰერმონის მთის წვერზე გამართა, სტრატეგიულ ადგილზე, რომელიც გადაჰყურებს დამასკოს. „ჩვენ დავრჩებით ამ მნიშვნელოვან ადგილას მანამ, სანამ არ მოიძებნება სხვა შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას“-განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელმა პირობა დადო, რომ გააორმაგებს თავის მოსახლეობას ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე და თქვა, რომ სირიიდან საფრთხე შენარჩუნებულია მიუხედავად ამბოხებულების ლიდერების ზომიერი განცხადებებისა, რომლებმაც ერთი კვირის წინ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის მთავრობა დაამხეს. ისრაელმა ასადის დაცემის შემდეგ განახორციელა მასშტაბური საჰაერო თავდასხმები სირიის სამხედრო ობიექტებზე.