რუსი გენერლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

18 დეკემბერი 2024, 14:39 171 ნახვა

რუსეთმა განაცხადა, რომ  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაქირავებული უზბეკეთის მოქალაქე დააკავა, რომელმაც ერთი დღით ადრე მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტის იგორ კირილოვის მკვლელობა აღიარა.
დანაღმული ელექტრო სკუტერი დისტანციურად მაშინ აფეთქდა, როცა რუსეთის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი კირილოვი თანაშემწესთან ერთად საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა  უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა აიღო, რომელმაც კირილოვი უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში  დაადანაშაულა, რასაც მოსკოვი უარყოფს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში