მოსკოვი კიევს საბრძოლო მასალის სახით თეთრი ფოსფორის გამოყენებაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ სექტემბერში დრონებიდან არაერთხელ გადმოყარა თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალები.
ლავროვის უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ მტკიცებულებები უკრაინის მიერ ასეთი საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. უკრაინას რუსეთის ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.