წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

19 დეკემბერი 2024, 11:54 161 ნახვა

ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება.  გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით  წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში