ფონიჭალაში მოკლულული დედა-შვილის საქმეზე ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები 4 საათში გამოიტანენ

20 აპრილი 2017, 00:00 2599 ნახვა

ფონიჭალის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ. ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების გამოსატანად 4 საათი აქვთ, თუ ამ დროში ვერ მოხდება ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, დამატებით მსაჯულებს 8 საათი მიეცემათ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ ეს ვადაც არ აღმოჩნდა საკმარისი, კანონი 15 საათიან მსჯელობის მიცემის საშუალებასაც ითვალისწინებს. 

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე დასკვნით სიტყვებს სასამართლო დილის 11 საათიდან ისმენდა. 

ზუსტად 5 საათზე ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ შევიდნენ. 

გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახის წევრი, ხათუნა თხილაიშვილი ამბობს, რომ იმედი აქვს ნაფიც მსაჯულებს ეყოფათ 4 საათი იმისთვის, რომ ეჭვმიტანილი დამნაშავედ ცნონ. "იმედი მაქვს უფლის, რომ დამნაშავეს სამუდამო სასჯელს მიუსჯიან" განაცხადა აჭარის მაუწყებელთან ხათუნა

 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაზარალებული ოჯახის ახლობელია, იგი თავდაპირველად ბრალს აღიარებდა, თუმცა ახლა ჩვენების შინაარსს ზეწოლით ხსნის და ბრალს აღარ აღიარებს. 

ზემო ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობა გასულ წელს მოხდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილმა ნონა რომანაძე და მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორია ჯერ ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი მოუკიდა.

თხილაიშვილმა

ამავე კატეგორიაში