ჰელსინკის კომისიის განცხადება

19 დეკემბერი 2024, 11:56 96 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას განაგრძობს. სოციალურ ქსელ იქს-ში „ჰელსინკის კომისიის“ ოფიციალურ გვერდზე 18 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრა. ასევე ჰელსინკის კომისია იხსენებს, რომ აგვისტოში, „ქართულმა ოცნებამ“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში