ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, მიზეზი ქედის მუნიციპალიტეტის მონაკვეთზე მეწყრული პროცესის განვითარებაა. ამ დროისთვის კი გზა ნაწილობრივ გაიწმინდა და ავტომობილებს ეტაპობრივად უშვებენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა გზაზე გუშინ ჩამოიშალა, უსაფრთხოების მიზნით გადაადგილება დროებით შეიზღუდა.