ხულო-შუახევის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტილია

19 დეკემბერი 2024, 12:00 470 ნახვა

ხულო-შუახევის საავტომობილო გზა, მეწყრის გამო ჩაკეტილია. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა შუახევის ცენტრალურ გზაზე სოფელ გორხანაულთან. წვიმის შედეგად მცირე მეწყრული პროცესებია ხულოსა და შუახევის სოფლებშიც თუმცა ამ დროისთვის კრიტიკულ ადგილად შუახევი ითვლება. ადგილზე მუშაობს ტექნიკა, დაწყებულია გზის გაწმენდის სამუშაოები.

 
თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში