ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირზე ბრუნდება, ქართველი ჩოგბურთელი 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს

19 დეკემბერი 2024, 16:59 91 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირზე ბრუნდება. ქართველი ჩოგბურთელი 2025 წლის პირველ სლემს, ავსტრალიის ღია პირველობას კვალიფიკაციიდან 6 იანვარს დაიწყებს და 3 მატჩის მოგების შემთხვევაში მას ტურნირის ძირითად ბადეში ვიხილავთ.

რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზის პირველ მეტოქეს მისი ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის კარიერის საუკეთესო შედეგი მესამე ეტაპზე გასვლაა, რომელიც სპორტსმენმა 2018 და 2019 წლებში მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა დიდი სლემის ტურნირზე ბოლოს 2022 წელს, უიმბლდონზე ითამაშა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში