ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას გაწევრიანების მიმართულებით, ხელისუფლების მიერ დღევანდელი კურსის შეცვლის შემთხვევაში - ევროპული საბჭო

20 დეკემბერი 2024, 09:53 58 ნახვა

ევროპული საბჭო „იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“- ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც გუშინ გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.

საბჭო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.

„ ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუკი საქართველოს ხელისუფლება შეცვლის თავის დღევანდელ ქმედებებს“, - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში