მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები გახანგრძლივდა

20 დეკემბერი 2024, 11:28 92 ნახვა

მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები გახანგრძლივდა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პროცესი მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება.

„დღეის მდგომარეობით, აღწერის ფარგლებში გამოკითხულია 3 მილიონზე მეტი მოქალაქე, თუმცა პროცესი აქტიურად მიმდინარეობს დღესაც, რომლის დასრულებასაც კიდევ სჭირდება რამდენიმე დღე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება პროცესის მიმდინარე თვის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ასევე, პარალელურად გვინდა ავამოქმედოთ თვითრეგისტრაციის კითხვარი, რომლებიც მოქალაქეებს დამოუკიდებლად ელექტრონული კითხვარის შევსების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა წელს პირველად თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო. რეგისტრაციის ეს ახალი ფორმა აღწერის მხოლოდ პირველ ეტაპზე (14-28 ნოემბრის პერიოდში) იქნა გამოყენებული. მეორე ეტაპზე კი მონაცემთა შეგროვება კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გაგრძელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში