„ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების ცერემონია რომში

20 დეკემბერი 2024, 12:01 94 ნახვა

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე საქართველოს სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა ფესტივალს მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის.

ცერემონიის ფარგლებში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების სიმბოლო - ზეთისხილის ხე გადაეცა შალვა გოგოლაძესა და ლერი ხაბელოვს, რის შემდეგაც საზეიმოდ აინთო „მშვიდობის ცეცხლი.“ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ფიგურულ ციგურაობაში 2017 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორმა ნიკა ეგაძემ და სამთო-მოთხილამურე ანასტასია მირიანაშვილმა.

„ბაკურიანი - 2025“ 9-16 თებერვალს გაიმართება, ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის რვა სახეობაში იასპარეზებენ. საქართველოს მთავრობისვე ხელშეწყობით ფესტივალისთვის ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოეწყო თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ საქართველო გახდება ევროპაში მერვე ქვეყანა, რომელსაც ჩატარებული ექნება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორივე მნიშვნელოვანი ღონისძიება - როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სახეობებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში