რუსთაველის გამზირზე პროტესტის ოცდამეორე დღე გვიან დასრულდა. თბილისში აქცია-მსვლელობა გამართა რამდენიმე ჯგუფის წარმომადგენლებმა, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და ყოველდღიურ აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა კვლავ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და შეკრებილებს მიმართავდნენ. მოთხოვნები უცვლელია, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და პროტესტის დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.