მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს შეხვედრა მიმდინარეობს

20 დეკემბერი 2024, 12:03 121 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს შეხვედრა მიმდინარეობს.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძეს 18 დეკემბერსაც შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

ამასთან, თბილისში ვიზიტისას ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში