მეწყრული პროცესები მაღალმთიან აჭარაში

20 დეკემბერი 2024, 12:04 269 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში, სამივე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესებია.  შუახევში, სოფელ გორხანაულთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო ხულო-შუახევის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდული იყო გადაადგილება. ამ დროისათვის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია.

მეწყრული პროცესი კვლავ განვითარდა ქედაში სოფელ ცხემნასთან, ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხებით, მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი.

მეწყრული პროცესებია შუახევსა და ხულოში. შუახევში, სოფელ ნენიასთან, ჩამოწოლილი მიწის მასა უკვე გატანილია. ხულოში, სოფელ ჩაოში შარშან განვითარებული მეწყერის ადგილას მიწა კვლავ ჩამოიშალა, მერიაში განმარტეს, რომ მოსახლეობა ტერიტორიიდან ქირით უკვე გაყვანილი ჰყავდათ.

პარალელურად მცირე მეწყრული კერებია შიდა საუბნო გზებზეც. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. 

მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს. დასახლებებში შიდა საუბნო გზების წმენდა დასრულებული არ არის. ელექტროენერგიასთან დაკავშირებული შეზღუდვები რჩება,  აბონენტებისთვის დენის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში