ხელვაჩაურის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

20 დეკემბერი 2024, 15:44 63 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 65 მილიონ ლარს აღემატება და მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით ათი მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებს ხელვაჩაურის მერმა გააცნო.

თანხები სოციალური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. დღესვე, საკრებულოს წევრებმა კენჭისყრის შედეგად აირჩიეს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ მხეიძე, რომელიც ერთადერთი წარდგენილი კანდიდატი იყო.

ცნობისთვის, აქამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძე იყო, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა. საკრებულოს სხდომას დღესაც არ ესწრებოდა ოპოზიცია, ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან.

სხდომა პროტესტის ფონზე წარიმართა, ხელვაჩაურის მერიასთან იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კრიტიკული აზრის დაფიქსირების გამო, მათ საკრებულოს სხდომებზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ. საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ სხდომაზე დასწრება შეზღუდული არ არის და ეს მიმართვის საფუძველზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში