დღეს წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის, ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობის მიმართ ნათელია, შეწყვიტეთ საკუთარი ხალხის დაზარალება - ურსულა ფონ დერ ლაიენი

20 დეკემბერი 2024, 16:43 105 ნახვა

დღეს წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის, ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობის მიმართ ნათელია, შეწყვიტეთ საკუთარი ხალხის დაზარალება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოში მშვიდობიან პროტესტს პოლიცია ძალადობით შეხვდა.

„ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს სვლა ევროკავშირისკენ. მშვიდობიან პროტესტებს პოლიცია ძალადობით შეხვდა. დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის. ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობის მიმართ ნათელია: შეწყვიტეთ საკუთარი ხალხის დაზარალება“, – წერს ფონ დერ ლაიენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში