შეხვედრა ჯანდაცვაში

20 აპრილი 2017, 00:00 3016 ნახვა

ქვემო სილეზიის დელეგაციას დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები შეხვდნენ. პოლონელმა მედიკოსებმა და სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებმა  უკვე არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ქვემო სილეზიასთან რეგიონი რამდენიმე წელია თანამშრომლობს, განსაკუთრებით კი, სამედიცინო სფეროში.  რეგიონის ექიმები პოლონეთში რამდენიმე მიმართულებით გადამზადდნენ. დელეგაციის წარმომადგენლები დღესვე რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.  

ამავე კატეგორიაში