ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. თბილისში ვიზიტად მყოფმა ალენ ბერსემ შეხვედრები სხვადასხვა მხარესთან გამართა. მოუსმინა ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, დაშავებულ ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს, საქართველოს პრეზიდენტს. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და განაცხადა, რომ ყველა ძალა როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია გახსნას დიალოგი და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს. როგორია მხარეთა შეფასება ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით და რა განცხადებები გაკეთდა ვნახოთ სიუჟეტში.