საპროტესტო აქცია მსვლელობით გაგრძელდა ბათუმში, სადაც აქციის მონაწილეები თავდაპირველად საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები დროშებითა და ტრანსფარანტებით გადაადგილდებოდნენ და მოქალაქეებს აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება.