ტურნირი ნარდში სათნოების სავანეში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის გაიმართა. მასში 15-მდე მონაწილე ჩაერთო.
გამარჯვებულები ქალთა და კაცთა კატეგორიაში გამოვლინდნენ და ორგანიზატორებისგან მათ სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
ყველაზე ასაკოვანი მონაწილე 90 წლისაა. ტურნირი ვეტერან ქალთა კავშირის ორგანიზებით წელს მეორედ გაიმართა.