გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანის შევარდნას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს.
გერმანული გამოცემის ცნობით, ქალაქ მაგდებურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლი პოლიციამ დააკავა.
დაშავებულია 80-მდე ადამიანი. ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ ეს განზრახ განხორციელებული აქტი იყო.