გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ გარდაცვლილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

21 დეკემბერი 2024, 13:44 223 ნახვა

გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ გარდაცვლილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ კი,  200-ს გადააჭარბა. მათგან, 41 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო, 90 მძიმედაა დაზიანებული.

20 დეკემბერს საღამოს, საქსონია-ანჰალტის დედაქალაქის საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

50 წლის საუდის არაბეთის მოქალაქე სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილზე დააკავეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა. ცნობილია, რომ ის, ბოლო დროს, საქსონია-ანჰალტში ფსიქოთერაპიის სფეროში ექიმად მუშაობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში