აქცია თბილისში

22 დეკემბერი 2024, 12:14 84 ნახვა

პროტესტის 25-ე დღე, დღესაც ტრადიციულად აქციის მონაწილეები თბილისში პარლამენტთან 19 სთ-დან შეიკრიბებიან.
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
დღესვე აქციაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი, როგორც გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ახალი არჩევნები მთელი ქვეყნის მოთხოვნაა.
მასშტაბური პროტესტი "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში