თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა, დაიღუპა ოთხი ადამიანი

22 დეკემბერი 2024, 15:05 200 ნახვა

თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა. დაიღუპა ოთხი ადამიანი .

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვერტმფრენი ქალაქ მუღლას სასწავლო და კვლევითი საავადმყოფოდან ფრინდებოდა, რის შემდეგაც შენობას შეეჯახა. მასში იმყოფებოდა ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი. მათივე ცნობით, საავადმყოფოს შენობაში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.

როგორც თურქული მედია იუწყება, შემთხვევის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში